მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუქა
GEOENG
კომპანია
ჩვენი მისია
პარტნიორები
კონტაქტი
მშენებლობა

ემ ჯი თი კომპანიის საქმინობის ერთ-ერთი ძირითადი და საკვანძო მიმართულება მშენებლობაა.

იგი ახორციელებს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის შემდეგ მიმართულებებს:

  • საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა;
  • სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება;
  • სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა;
  • ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა;
1992 წლიდან მოყოლებული ემ ჯი თი კომპანიის მენეჯმენტის თაოსნობით  აიგო, გადაკეთდა/გარემონტდა მრავალი საცხოვრებელი ბინა, ბიზნეს-ცენტრი, სარკინიგზო თუ სამხედრო დანიშნულების ობიექტი, საავადმყოფო და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აშენებული ნაგებობების ნაწილი წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, ნაწილი მშენებლობისა კი შესრულებულია სამთავრობო სტრუქტურების, სხვადასხვა კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების დაკვეთით.

წლების განმავლობაში კომპანიის მენეჯმენტმა  დააგროვა უნიკალური გამოცდილება უძრავი ქონების მართვისა და მშენებლობის სფეროში, რომელიც უკვე იქცა კომპანიის მთავარ აქტივად. კომპანიის მმართველი მენეჯმენტის მიზანმიმართულმა ბიზნეს პოლიტიკამ და შესრულებულმა საქმიანობამ შექმნა ის რეპუტაცია და სანდო იმიჯი, რასაც ემ ჯი თი კომპანია ატარებს.  

კომპანიის მენეჯმენტი და მასში შემავალი ფირმები თავისი საქმიანობის პირველი ეტაპიდანვე თანამშრომლობენ როგორც კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან, მათ შორის ქალაქ თბილისის მერიასთან. 

ახლო მომავალში იგეგმება სამშენებლო კომპანიების ახალი გაერთიანების შექმნა. ეს იქნება იმ სამშენებლო კომპანიების ერთობა, რომლებმაც კრიზისის დროს შეაჩერეს საკუთარი საქმინობა ან შეფერხებით ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. გაერთიანება საშუელბას მისცემს მის წევრ სამშენებლო კომპანიებს ერთობლივი ძალისხმევით დაასრულოს სხვადასხვა გაჩერებული პროექტები და სისრულეში მოიყვანოს დაწყებული მშენებლობა.

 


ჩვენ ვიცით როგორ ვაკეთოთ საქმე!
 
Copyright © 2024 MGT Company. All Rights Reserved. Created By: Pro-Service