მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუქა
GEOENG
კომპანია
ჩვენი მისია
პარტნიორები
კონტაქტი
კომპანია

 

ემ ჯი თი კომპანია მზარდი მულტიმედიური კორპორაციაა. 

იგი უკვე ჩამოყალიბდა ისეთ სწრაფად მზარდ ბიზნეს სტრუქტურად, რომელიც სისტემატიურად აფართოებს თავის საქმინობასა და მოღვაწეობის არეალს, ზრდის მომსახურების ასორტიმენტს და სრულყოფს საკუთარ სერვისს. 

ყოველივე ეს კი კომპანიის დამფუძნებელთა ძალისხმევის შედეგია, რომლებიც დღეს ფირმის მენეჯმენტს წარმოადგენენ. მათ შეიმუშავეს მომხმარებელსა და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული სტრატეგია, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა კომპანიის სწრაფი ტემპებით ზრდა და საქმინობის მოცულობის გაფართოება. 

კომპანიის სტრატეგია ზოგადად გულისხმობს ევროპული ბიზნეს ტრადიციების, სოციალური პასუხისმგებლობის, სამართლიანობის პრონციპის შენარჩუნებასა და დაცვას; მაღალი ხარისხის სტანდარტით შექმნილი სერვისის კიდევ უფრო დახვეწა-განვითარებას. ყოველივე ეს კი ცალსახად აისახება კლიენტთა ლოიალურობასა და კმაყოფილების მაღალ მაჩვენებელზე. 

დღესდღეობით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან, როგორიცაა: დეველოპერული კომპანიები, სხვადასხვა ტიპის სამრეწველო ფირმები, სამშენებლო ორგანიზაციები და მრავალი სხვა. 

კომპანიის კლიენტები არიან კერძო და სახელმწიფო უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები. ემ ჯი თი კომპანია ასევე წარმატებით საქმიანობს ევროპისა და ამერიკის ლიდერ ორგანიზაციებთან.

 

 

 
 
Copyright © 2024 MGT Company. All Rights Reserved. Created By: Pro-Service