მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუქა
GEOENG
კომპანია
ჩვენი მისია
პარტნიორები
კონტაქტი
საქმიანობის სფერო

კომპანია ემ ჯი თი-ს საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებებსა და პროექტებს აერთიანებს, კერძოდ: მშენებლობა; სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია; დიატომიტის  წარმოება.


მშენებლობა

ემ ჯი თი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი და საკვანძო მიმართულებაა მშენებლობა. ამ ეტაპზე კომპანიის ქვეშ ერთიანდება სხვადასხვა წარმატებული დეველოპერული ორგანიზაცია.

წლების განმავლობაში კომპანიის მენეჯმენტმა  დააგროვა უნიკალური გამოცდილება უძრავი ქონების მართვისა და მშენებლობის სფეროში, რომელიც უკვე იქცა კომპანიის მთავარ აქტივად. კომპანიის მმართველი გუნდის მიზანმიმართულმა ბიზნეს პოლიტიკამ და შესრულებულმა საქმიანობამ შექმნა ის რეპუტაცია და სანდო იმიჯი, რასაც ემ ჯი თი კომპანია ატარებს.

1992 წლიდან მოყოლებული ემ ჯი თი კომპანიის მენეჯმენტის თაოსნობით აიგო, გადაკეთდა/გარემონტდა მრავალი საცხოვრებელი ბინა, ბიზნეს-ცენტრი, სარკინიგზო თუ სამხედრო დანიშნულების ობიექტი, საავადმყოფო და სხვა მრავალი ტიპის შენობა-ნაგებობა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აშენებული ნაგებობების ნაწილი წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, ნაწილი მშენებლობისა კი შესრულებულია როგორც სამთავრობო სტრუქტურების, ისე სხვადასხვა კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების დაკვეთით.

კომპანიის მენეჯმენტი და მასში შემავალი ფირმები თავისი საქმიანობის პირველი ეტაპიდანვე თანამშრომლობენ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან, მათ შორის თბილისის მერიასთან. 


იგეგმება სამშენებლო კომპანიების ახალი გაერთიანების შექმნა. ეს იქნება იმ სამშენებლო კომპანიების ერთობა, რომლებმაც კრიზისის დროს შეაჩერეს საკუთარი საქმინობა ან შეფერხებით ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. გაერთიანება საშუელბას მისცემს მის წევრ სამშენებლო კომპანიებს ერთობლივი ძალისხმევით დაასრულოს სხვადასხვა გაჩერებული პროექტები და სისრულეში მოიყვანოს დაწყებული მშენებლობა.

 

სამშენებლო მასალების იმპორტი

სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, კომპანიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანემედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების დანერგვას ქართულ ბაზარზე. ამ მიზნით, ემ ჯი თი კომპანიას ჩამოყალიბებული აქვს პარტნიორული ურთიერთობები ყველა იმ ბიზნეს ერთეულთან, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია კომპანიის ძირითად საქმიანობასთან. ესენი არიან: სამშენებლო მასალების ძირითადი მწარმოებლები, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები და სხვადასხვა ევროპული სამრეწველო ფირმები. მისი პარტნიორები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი კომპანიები.

2010 წლიდან ემ ჯი თი კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა უკრაინულ კომპანიასთან, რომლის საფუძველზეც ახორციელებს ამერიკული წარმოების ”თი ეს ემ კერამიკის” საღებავების იმპორტს ამიერკავკასიაში და ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს იყოს კომპანიის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში.

”თი ეს ემ კერამიკი” - ეს არის უნიკალური ტიპის საღებავი, რომლის გამოყენების შედეგად შენობაში ენერგო მოხმარება მცირდება 50%-ით. იგი გამოიყენება, როგორც ინდივიდუალურ ბინებზე, ასევე შენობების მთლიანი შეღაბვისას. საღებავი საუკეთესო საშუელბაა შენობების ფასადების  შეღებვისას. პროდუქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი ენერგო მწარმოებლები. უახლოეს პერიოდში იგეგმება ექსკლუზიური წარმომადგენლობის გახსნა ყაზახეთში.

 

დიატომიტის წარმოება

კომპანიის  საქმინობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა დიატომიტის წარმოება.

დიატომიტი - ეს არის ფოროვანი ქანი, რომელიც შედგება მიკროსკოპული ორგანიზმების (დიატომეების) კაჟოვანი ჯავშნისაგან; მას იყენებენ კერამიკაში, პარფიუმერიაში, ღვინის წარმოებაში, ფარმაციაში და სხვა. კომპანია ”ლენოვაქსი” უკვე 12 წელია, რაც ეწევა დიატომიტის მოპოვება-წარმოებას.

დიატომიტის საბადო 50-წლიანი იჯარით ემ ჯი თი-ს სარგებლობაში იმყოფება, საიდანაც ხდება პროდუქციის მოპოვება და შემდეგ მისი ქარხნული წესით გადამუშავება კომპანიის ექსპერიმენტულ ქარხანაში. ქართული დიატომიტის უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, მისმა წარმოებამ დიდი რეზონანსი ჰპოვა მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიებში. დღეს უკვე მრავალი ქვეყანაა დაინტერესებული ითანამშრომლოს ქართულ კომპანიასთან ამ მიმართულებით. მიმდინარე წლის ბოლოდან იგეგმება დიატომიტის წარმოების გაზრდა და ქარხნის  სრული დატვირთვით ამუშავება.


კომპანიის თითოეული მიმართულება ერთნაირი წარმატებითაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე  და საერთო ჯამში ქმნის იმ ბრენდს, რაც ემ ჯი თი კომპანიის ქვეშ ერთიანდება.

 




 

 
Copyright © 2024 MGT Company. All Rights Reserved. Created By: Pro-Service