მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუქა
GEOENG
კომპანია
ჩვენი მისია
პარტნიორები
კონტაქტი
სიახლეები
კომპანიამ სტრატეგიის ახალი პრიორიტეტები განსაზღვრა

ემ ჯი თი კომპანიამ სტრატეგიის ახალი პრიორიტეტები განსაზღვრა.

კერძოდ კი, კომპანიამ წიაღისეულის გადამუშავებასა და მოპოვებაში გადაწყვიტა ინვესტირება.

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში კომპანიამ განაახლა სამუშაო პროცესი დიატომიტის საბადოზე წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების საწარმოებლად.

დიატომიტი ესაა ფოროვანი ქანი, რომელიც შედგება მიკროსკოპული ორგანიზმების (დიატომეების) კაჟოვანი ჯავშნისაგან; მას წარმატებით იყენებენ კერამიკაში, პარფიუმერიაში, ღვინის წარმოებაში, ფარმაციაში და სხვა.

კომპანია ემ ჯი თი უკვე 12 წელია ეწევა დიატომიტის მოპოვება  - წარმოებას. მის სარგებლობაშია 50 წლიანი იჯარით დიატომიტის საბადო, საიდანაც ხდება პროდუქციის მოპოვება და შემდეგ მისი ქარხნული წესით გადამუშავება კომპანიის ექსპერიმენტულ ქარხანაში.

ქართული დიატომიტის უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, მისმა წარმოებამ დიდი რეზონანსი ჰპოვა მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიებში. დღეს უკვე მრავი ქვეყანაა დაინტერესებული ითანამშრომლოს ქართულ კომპანიასთან  ამ მიმართულებით.

ამ მიზნით კომპანია გეგმავს სერიოზული ინვესტიციის მოზიდვას პარტნიორი ამერიკული ორგანიზაციის მხრიდანაც, რომელთანაც უკვე გაფორმდა ხელშეკრულება და იგეგმება განახლებული სამუშაო პროცესების დაწყება დიატომიტის საბადოზე. 

ბეჭდვა
 
 
Copyright © 2024 MGT Company. All Rights Reserved. Created By: Pro-Service