მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუქა
GEOENG
კომპანია
ჩვენი მისია
პარტნიორები
კონტაქტი
სიახლეები
ემ ჯი თი კომპანია ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში ჩაერთო

ემ ჯი თი კომპანია ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში ჩაერთო

თბილისის მერიაში ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის განსახორციელებლად სამშენებლო კომპანიების შერჩევა  დასრულდება.

სამშენებლო კომპანიების შერჩევის უპირველესი კრიტერიუმი დაბალი ფასებით განისაზღვრებოდა.

ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმა სტიმულირების პაკეტის შემადგენელი ნაწილია. პროექტის ფარგლებში მერია დეველოპერებს დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად საბანკო სექტორის წინაშე კრედიტის მიღებაში გარანტად დაუდგება. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი დეველოპერები ძველ თბილისში ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებენ.

ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში განაცხადი 11–მა დეველოპერულმა კომპანიამ შეიტანა. მათ შორის კი ერთ-ერთ გამარჯვებულ კომპანიად ემ ჯი თი კომპანია დასახელდა.

ამ ეტაპზე პროექტის ფარლებში კომპანია ახორციელებს მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციას.

ბეჭდვა
 
 
Copyright © 2024 MGT Company. All Rights Reserved. Created By: Pro-Service